ერიკსენმა „ტოტენჰემს“ ისევ უარი უთხრა - „რეალი“ გააქტიურდა
ლონდონური „ტოტენჰემი“ გამალებით ცდილობს, რომ კრისტიან ერიკსენს ახალი კონტრაქტი გაუფორმოს და მადრიდის „რეალში“ არ გაუშვას, თუმცა როგორც სჩანს, დანიელ ფეხბურთელს ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს...
„ტოტენჰემმა“ კრისტიანს კიდევ ერთხელ შესთავაზა ახალი კონტრაქტი და კიდევ ერთი უარი მიიღო, რაც სამეფო კლუბის შანსებს კიდევ უფრო ზრდის.
პერესი გააქტიურებულია, ის მზად არის ერიკსენი „ბლანკოსის“ ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენად აქციოს.
იმ ფონზე, რომ ერიკსენი კონტრაქტს არ აფორმებს, „ტოტენჰემი“ მის მოქმედ კონტრაქტზეც ფიქრობს, ამ შემთხვევაში თავად ინგლისელთა ინტერესებშიც შევა დანიელის გაყიდვა, ვინაიდან ის წელიწადნახევარში თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.
- 16 იანვარი 2019
- 2 708
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.