კაკას მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად მიიჩნევა
როგორც ესპანური საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, რიკარდო კაკას მდგომარეობა ნელ-ნელა დამაკმაყოფილებელ ფაზაში შედის და ბარსელონას წინააღმდეგ მისი თამაში შესაძლებელი შეიძლება გახდეს...
ბრაზილიელი ინტენსიურად ვარჯიშობს, რათა მიიღოს მონაწილეობა "ელ კლასიკოში" , ის გუნდს ასეთ პრინციპულ თამაშში ძალიან სჭირდება. რიკარდოს დღეს ტკივილი საერთოდ არ უგვრძნია და აშკარაა, რომ ტკივილმა იკლო.
ჩილელი სპეციალისტი იმედს გამოთქვამს, რომ რიკარდო არც ხვალ იგრძნობს ტკივილს და შეძლებს კატალონიელთა წინააღმდეგ მატჩის ჩატარებას, რომელიც ზეგ გაიმართება. პელეგრინი კმაყოფილი იქნება თუ ბრაზილიელი 60-70 წუთს დაჰყოფს მოედანზე.
- 8 აპრილი 2010
- 1 837
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.