სანტოსს როდრიგოს დატოვება სურს
საქმე ეხება ბრაზილიელ როდრიგო გოეშს რომელიც უკვე "რეალის" საკუთრებაა...
ბრაზილიური "სანტოსის" პრეზიდენტმა ხოსე კარლოსმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ კლუბმა თხოვნით მიმართა ფლორენტინო პერესს რათა ბრაზილიელი ფორვარდი როდრიგო 2019 წლის ბოლომდე დარჩეს ბრაზილიაში.
"სანტოსს" ახალი მწვრთნელი ჰყავს ხორხე სამპაოლის სახით, რომელმაც თხოვნით მიმართა ხელმძღვანელობას გოეშის დატოვების შესახებ. ის თვლის, რომ ფეხბურთელის განვითარებისათვის უკეთესი იქნება თუ წლის ბოლომდე ბრაზილიაში დარჩება სათამაშოდ.
შეგახსნენებთ, რომ როდრიგო მადრიდის "რეალმა" გასულ წელს შეიძინა 45 მილიონ ევროთ და ბოლო ინფორმაციით ფეხბურთელი მიმდინარე წლის ზაფხულში შეურთდება "მერენგებს".
- 15 იანვარი 2019
- 1 524
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.