რონალდუ კლასიკოზე
დღევანდელ პერს–კონფერენციაზე, კრიშტიანო რონალდომ ისაუბრა შაბათ საღამოს "ბარსელონას" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე.
"ეს შესაძლოა ამ სეზონის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გამოდგეს. მოგებული ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მდგომარეობას გაიუმჯობესებს, მაგრამ ამ თამაშის გარდა , სხვა შეხვედრებიც აქვს ჩასატარებელი, როგორც ერთ , ასევე მეორე კლუბს. ჩვენ თითოეული მათგანის მოგებას ვეცდებით."
"სეზონი ნელ–ნელა სრულდება, ასე რომ შაბათ საღამოს გასამართი კლასიკო შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს, მოგებულს შემდგომ გასამართ შეხვედრებში ფრეზე თამაშის საშუალება ექნება. ორივე კლუბი ძალიან ამბიციურია , ასე რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ რა მოხდება, ჩვენ მაინც არ დავნებდებით და ვეცდებით დარჩენილი შეხვედრების მოგებას."
"მე უფრო მაღალი ვარ, ვიდრე მესი (იცინის). ის შესანიშნავ სეზონს ატარებს და დღეისთვის, ისევე როგორც მომავალში, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის არის და დარჩება. აღნიშვნის ღირსია, როგორც მწვრთნელი, ასევე მთლიანად კლუბი. ისინიც იმსახურებენ ქებას. მესი მარტო არ თამაშობს. მას გვერდში საუკეთესო ფეხბურთელები უდგანან. მე ძალიან ბევრს ვმუშაობ, ძალიან ბედნიერი ვარ და ვაპირებ, რომ ასე გავაგრძელო. სანამ აქ ვთამაშობ, მეც ერთ–ერთი საუკეთესო ვიქნები."
" "მადრიდის რეალის" ღირშესანიშნაობა , მისი ამბიციურობაა, ხოლო "ბარსელონასი" კი გუნდური სულისკვეთება. ვიცით, თუ რაოდენ კარგად თამაშობენ ისინი და თუ რაოდენ ძნელია მათი დამარცხება, მაგრამ ჩვენ ჩვენი არტილერია გვყავს. სანამ კონცენტრირებულები ვიქნებით, იქამდე ყოველთვის შევძლებთ გამარჯვების მოპოვებას. დარწმუნებული ვარ, რომ კარგ თამაშს ვუჩვენებთ. მე ერთსაც ვიტყვი, არანაირად არ მეწყინება, თუ შაბათს დავმარცხდებით და სეზონის ბოლოს ჩემპიონები გავხდებით. ერთ კითხვას დაგისვამთ: რა მნიშვნელობა ექნება შაბათს გამარჯვებას, თუ შემდეგი ორი შეხვედრა წავაგეთ?
"მე პატივს ვცემ "ბარსელონას", მაგრამ მათი არ მეშინია. მათ ძალიან სრულყოფილი კლუბი ყავთ. მე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებ. ვეცდები გოლი გავიტანო, საგოლე გადაცემა გავაკეთო და დავეხმარო ჩემს კლუბს ყველა იმ ასპექტში, რომელიც საჭირო იქნება "ბარსელონას" დასამარცხებლად. სიმართლე გითხრათ, სრულიადაც არ ვნერვიულობ. მე უბრალოდ მინდა, რომ საუკეთესო თამაში ვაჩვენო, ესაა და ეს. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან რთული შეხვედრა, რომელშიც დიდი მნიშვნელობა პატარ–პატარა დეტალებს ექნება. დაე, უძლიერესმა მოიგოს. ვიმედოვნებ, რომ უძლიერესი "მადრიდის რეალი" იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ მოედანს გამარჯვებულები დავტოვებთ."
"სტადიონზე შთამბეჭდავი ატმოსფეროს მოლოდინში ვარ. უფრო თავდაჯერებულები ვართ, როცა ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერას ვგრძნობთ. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ბევრ რამეში დაგვეხმარებიან."
წყარო: Realmadrid.com
- 8 აპრილი 2010
- 2 372
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.