6 ტრავმირებულის ფონზე სოლარის ისკოს სათადარიგოთა სკამზე სვამს
„მარკა“ იუწყება, რომ „ბეტისთან“ დაპირისპირებაში ისკო ალარკონი კვლავ სათადარიგოთა სკამზე იჯდება...
იმ ფონზე, რომ გუნდს 6 ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული და განსაკუთრებით შეტევით ხაზში უჭირს, ისკოს სასტარტოში გამწესებას ბევრი ელოდა, მაგრამ როგორც სჩანს, სანტიაგო სოლარი სხვაგვარად ფიქრობს და ალარკონის ნაცვლად თერთმეტეულში დანიელ სებალიოსის გამწესებას აპირებს.
როგორც სჩანს, სოლარიმ ისკოს ძველი „გამოხტომა“ ვერ აპატია და მხარეებს შორის დაძაბულობას დასასრული არ აქვს.
- 13 იანვარი 2019
- 2 048
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.