„რეალი“ „პორტოს“ მილიტაოსთან დაკავშირებით ესაუბრა
ახალგაზრდა ბრაზილიელი მცველი მილიტაო, რომელიც „პორტოს“ რიგებში გამოდის „რეალის“ რადარზეა. მეტიც, ფლორენტინო პერესის წარმომადგენლები პორტუგალიურკლუბს დაუკავშირდნენ და ფეხბურთელის ტრანსფერის დეტალები განიხილეს...
„პორტო“ მილიტაოს სანაცვლოდ 50 მილიონს ითხოვს, „რეალს“ კი ეს თანხა ეძვირება და თვლი, რომ შედარებით ნაკლებ ფასადაც შეძლებს ტრანსფერის გაჩარხვას.
თავად ფეხბურთელის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა საქმეში იკერ კასილიასიც არის ჩართული, რომელმაც ახალგაზრდა უკანახაზელს „ბლანკოსზე“ გარკვეული წარმოდგენა შეუქმნა.
ასევე „პორტოში“ დაბრუნდა კეპლერ პეპეს. პორტუგალიელ მოთამაშედ „მერენგების“ რიგებში ასპარეზობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს, აქედან გამომდინარე, არც მას გაუჭირდება მილიტაოსთან საუბარი.
ესპანური კლუბი ეცდება, რომ მილიატაოსთან შეთანხმებას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მიაღწიოს.
- 13 იანვარი 2019
- 978
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.