Mediaset Italia - „იუვენტუსი“ მოდრიჩს 3 წლიან კონტრაქტს სთავაზობს
იტალიურ გამოცემებზე დაყრდნობით, ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში ლუკა მოდრიჩის შეძენას შეეცდება...
ხორვატ ფეხბურთელს „რეალთან“ კონტრაქტი 2020 წელს ეწურება და ფლორენტინო პერესი იძულებულია ფეხბურთელი ზაფხულში გაყიდოს, სხვა შემთხვევაში მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაშვება მოუწევს.
მოდრიჩზე პრეტენზიას „ინტერი“ უკვე დიდი ხანია აცხადებს, მაგრამ ახლა საქმეში „იუვენტუსიც“ ჩაერთო, რომელიც ინტენსიურ მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არის.
„ბებერი ქალბატონი“ ლუკიტას 3 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს, რომელიც ხორვატის იტალიაში დარჩენას მინიმუმ 2022 წლამდე გაითვალისწინებს.
- 13 იანვარი 2019
- 1 306
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.