მაქსიმალური ყურადღება "კლასიკოზე"
მადრიდის "რეალი" აგრძელებს "ელ კლასიკოსთვის" მზადებას. იუბილარმა როისტონ დრენტემ დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა. კაკას კი სპორტულ დარბაზში ხაბი ალონსოც შეუერთდა. პირველ გუნდს კი დაემატა ექვსი კასტილიელი: ხუან კარლოსი, ოპარე, მოსკერა, კორდერო, მარკოს ალონსო და მატეოსი.
ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა დღეს თავის 23-ე დაბადების დღე აღნიშნა. მან გუნდთან ერთადაც ივარჯიშა და დამატებით ინდივიდუალური სამუშაოები შეასრულა. მანუელ პელეგრინიმ ვარჯიში რამოდენიმე ნაწილად დაყო.
მხოლოდ ორი მადრიდელი, ხაბი ალონსო და კაკა ვარჯიშობდნენ სპორტულ დარბაზში. კაკა მთელი შემართებით ეკიდება ვარჯიშს და შედეგი უკვე არის. იგი ტკივილებს ნაკლებად გრძნობს. რაც შეეხება ესპანელ ფეხბურთელს მან კოჭის მიკრო ტრავმა მიიღო.
გთავაზობთ ასევე ვარჯიშის ვიდეოს.
- 8 აპრილი 2010
- 1 850
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.