სოლარი:„ვინიციუსი ამტკიცებს, რომ საოცარი ფეხბურთელია“
სანტიაგო სოლარიმ „ბეტისთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ჩვენ გვჭირდება კრიტიკულად დიდი და მებრძოლი სულისკვეთება იმისათვის, რომ გამარჯვებები შევძლოთ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას დავუბრუნდეთ.“
„მადრიდის „რეალს“ ძალიან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს. ვეცდებით, ყველას ჩანაცვლება შევძლოთ. ვიმედოვნებ, ლაზარეთი მალე დაიცლება.“
„ლა ლიგა ძალიან კონკურენტუნარიანია. უამრავი გუნდი შესანიშნავად ასპარეზობს და მარტივი მატჩები ფაქტობრივად არ არსებობს. ესპანეთის ჩემპიონატი მიმზიდველია, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე უცხოელთათვის.“
„ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით, ითამაშებს თუ არა ვინიციუს ჟუნიორი. ფაქტი ის არის, რომ 18 წლის ფეხბურთელი ახერხებს და ხშირად იღებს სათამაშო დროს. ბრაზილიელს დიდი პერსპექტივა აქვს, ის პროგრესირებს და ცდილობს, უფრო დამაჯერებელი იყოს.“
„სამივე ტურნირისთვის მზადებას განვაგრძობთ, ჩვენთვის ყველა თასს დიდი მნიშვნელობა აქვს.“
„ტრავმები სერიოზულ პრობლემებს ქმნის, ამ მხრივ, გუნდში უმძიმესი სიტუაციაა, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ არასასურველ დრო გამარჯვებებით დავასრულოთ.“
„მარიანო მალე დაბრუნდება. წინახაზელის მკურნალობის კურსი სრულდება.“
„ისკოს აქვს შესაბამისი კლასი და გამოცდილება. არ არის გამორიცხული, სასტარტოში მოხვდეს, ამას ხვალ გადავწყვეტ.“
- 12 იანვარი 2019
- 1 914
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.