„პორტოს“ ედერ მილიტაოს სანაცვლოდ 50 მილიონი სურს
„მარკას“ ინფორმაციით, პორტუგალიელი „პორტო“ მზად არის მადრიდის „რეალთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულოს და ედერ მილიტაო ზამთარშივე გაუშვას მადრიდში, თუ ფლორენტინო პერესი 50 მილიონ ევროს გადაიხდის.
მადრიდში თვლიან, რომ მილიტაო ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელია, რომელიც „რეალის“ დაცვას გაცილებით სოლიდურს გახდის.
ბრაზილიელი ფეხბურთელი „პორტოს“ 2018 წელს შეუერთდა და საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, ის მხოლოდ 20 წლის არის, სიმაღლის გამო შესანიშნავად თამაშობს მეორე სართულზე და ბრწყინვალედ არჩევს პოზიციას, რაც ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს მის უმნიშვნელოვანეს დადებით კომპონენტად.
- 9 იანვარი 2019
- 1 222
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.