ვერნერი „ლაიფციგთან“ კონტრაქტს არ ახანგრძლივებს
ტიმო ვერნერი გერმანიაში დარჩენაზე უარს აცხადებს. წინახაზელმა „ლაიფციგის“ მიერ უკვე მეორედ შეთავაზებულ კონტრაქტსა და გაუმჯობესებულ პირობებზე უარი თქვა. ფეხბურთელის სხვა კლუბში სურს თამაში...
გამომდინარე იქედან, რომ ტიმოს „ლაიფციგთან“ კონტრაქტი 2020 წელს ეწურება, გუნდი იძულებული ხდება ფეხბურთელი რაც შეიძლება მალე გაუშვას, რადგან კონტრაქტის დასრულების შემთხვევაში, ის თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.
ახლა უკვე არამხოლოდ ვერნერის, არამედ „ლაიფციგის“ ინტერესიც არის, რომ შეთანხმება შედგეს, რომ გერმანულმა კლუბმა ფორვარდი გაყიდოს.
„ლაიფციგი“ „რეალისგან“ 65 მილიონ ევროს იხდის, ფლორენტინო პერესი კი არსებულ სიტუაციას ითვალისწინებს და ფიქრობს, რომ შეთანხმება 40 მილიონ ევროდაც არის შესაძლებელი და „ლაიფციგის“ დაყოლიება უბრალოდ დროის საკითხია.
- 9 იანვარი 2019
- 1 448
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.