„ინტერი“ იკარდის სანაცვლოდ „რეალის“ 2 ფეხბურთელს ითხოვს
იტალიურ გამოცემებზე დაყრდნობით, მილანის „ინტერმა“ მაურო იკარდის გაყიდვაზე თანხმობა განაცხადა, თუ მადრიდის „რეალი“ მთავარ პირობას შეასრულებს...
არგენტინელი ფორვარდი თეთრ მაისურს მოირგებს, თუ ფლორენტინო პერესი ლუკა მოდრიჩს იტალიაში გაუშვებს და ასევე ლონდონის „ჩელსიში“ იჯარით გაშვებულ მატეო კოვაჩიჩსაც იტალიისკენ მიუთითებს.
სამეფო კლუბისთვის ეს წინადადება ნამდვილად დასაფიქრებელია, ვინაიდან მოდრიჩს ისედაც აქვს დაგეგმილი კლუბის შეცვლა, კოვაჩიჩი კი ამ ფორმაციის გუნდში იმდენად საჭირო არ არის, როგორც მაღალი კლასის წინახაზელი.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...
- 9 იანვარი 2019
- 3 381
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.