სოლარი:„გუნდში ერთი ძალიან მძიმე პრობლემა შეიქმნა“
სანტიაგო სოლარიმ „ლეგანესთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა...
„სამეფო თასი ძალიან ლამაზი და პრესტიჟული ტურნირია, ამიტომ ბოლომდე დავიხარჯებით და ვეცდებით, ფინალურ ეტაპზე გავიდეთ.“
„მადრიდის „რეალი“ ერთი და იგივე ენთუზიაზმით თამაშობს ყველა ტურნირზე, რომელშიც მონაწილეობას იღებს. ჩვენ ყოველთვის და ყველგან ჩემპიონობისთვის ვიბრძვით.“
„ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით, მოხვდება თუ არა განაცხადში ბრაჰიმ დიასი.“
„გუნდში ერთი ძალიან მძიმე პრობლემა შეიქმნა, რაც ტრავმებს უკავშირდება. ერთბაშად ამდენი ვასრკვლავის გამოკლება რა თქმა უნდა, მძიმედ აისახება შემადგენლობაზე.“
„კრისტო ბრწყინვალე ფეხბურთელია, მას ძირითად გუნდთან ერთად გოლიც აქვს გასატანი, მაგრამ ჯერ-ჯერობით კასტილიას ეკუთვნის და „სოსიედადთან“ მატჩში განაცხადში არ შევიყვანე.“
„VAR სისტემა და მითქმა-მოთქმა? მე მწვრთნელი ვარ და ამაზე საუბარი ჩემს კომპეტენციას სცდება. ამ შემთხვევაში, შეხვედრის არბიტრების აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.“
„რეალის“ მწვრთნელობა დიდი პრივილეგია და ამასთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობაა. მაქსიმალურად ვცდილობ, გავაცნობიერო, რამხელა გამოწვევის წინაშე ვდგავარ, თუმცა ენთუზიაზმი და საქმისადმი სიყვარული ყველა პრობლემას მომაგვარებინებს.“
„ლუკა მოდრიჩი ძალიან ელეგანტური ფეხბურთელია, მისნაირებს ხშირად ვერ ვნახავთ, ამიტომ კრიტიკას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ყველა ვთანხმდებით, რომ გუნდს მეტი აგრესია სჭირდება, მაგრამ ბოლო მატჩებში განცდილი წარუმატებლობა ხორვატის ბრალი ნამდვილად არაა.“
„ჩემპიონთა ლიგაზე საუბარი ადრეა, ჩვენ ხვალ „ლა კოპას“ მატჩი გვაქვს გასამართი.“
„ტრანსფერებზე ნუ ვისაუბრებთ. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ არსებული რესურსის მაქსიმალურ ათვისებაზე.“
- 8 იანვარი 2019
- 3 992
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.