ახლა რონალდოს ჯერია!!!

ამ ბოლო დღეებში, გახშირდა საუბრები იმის შესახებ, რომ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და იგი სუპერ კლასიკოს მთავარი მოქმედი გმირი იქნება, მაგრამ მათ დაავიწდათ, რომ მადრიდის "რეალშიც" ასპარეზობს ერთი 'ვუნდერკინდი' – მას სახელად კრიშტიანო რონალდო ჰქვია. ასე, რომ დამდეგი დერბი, არა მესის არამედ, შესაძლოა კრიშტიანოს ბენეფისად იქცეს.

ყველამ კარგად იცის, რომ კრიშტიანო რონალდო მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ პრესაში მეტი ყურადღება ლეო მესის ექცევა და არა პორტუგალიელ სუპერ ვარსკვლავს. ეს რითია გამოწვეული? იმით, რომ არგენტინელი ბოლო შეხვედრებში ბრწყინავს, რონალდო კი მშვიდი ნაბიჯებით მიუძღვება საკუთარ გუნდს ჩემპიონობისკენ... კრიშტიანოს სწორედ ასეთ მომენტებში სჩვევია აფეთქება, იგი ვერასდროს შეეგუება იმას, რომ მოედანზე იგი ვინმემ დაჩრდილოს, თუნდაც ეს, არგენტინელი 'ვუნდერკინდი' – ლიონელ მესი იყოს.

ახლა რონალდოს ჯერია!!!

კატალონიურმა პრესამ, "ბარსელონა" უკვე ჩემპიონი გახადა, ხოლო ლეო მესი "ელ კლასიკოს" საუკეთსო ფეხბურთელი, მაგრამ ჯერ არაფერი ყოფილა, ყველაფერი შაბათს საღამოს – "ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუზე" გაირკვევა. (მოჩქარეს მოუგვიანდესო) გავიხსენოთ 2009 წელი, ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა, სადაც "ბლაუგნარამ" – მანჩესტერ "იუნაიტედს" 2–0 სძლია და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. იმ შეხვედრაში რონალდომ ვერაფერი ღირებული ვერ შექმნა... შემდეგ იყო პირველი "სუპერ კლასიკო", რომელიც პორტუგალიელმა ასევე უღიმღამოდ ჩაატარა, მაგრამ ახლა იქნება კიდევ ერთი დაპირისპირება, "ბარსელონასთან", სადაც მას შანსი ეძლევა ყველას დაუმტიცოს, რომ მოედანზე არა მესი, არამედ რონი მეფობს.

ფეხბურთის ექსპერტები, "კლასიკოს" ფავორიტად "ბარსელონას" მიიჩნევენ, კატალონიელი გულშემატკივარი დარწმუნებულია, რომ ჩემპიონი კვლავ "ბლაუგნარა" გახდება, მაგრამ ყველაფერი ასე ადვილად არ გამოვა! წინ "ელ კლასიკოა", რომელიც მადრიდში ჩატარდება. "ბერნაბეუს" კი ერთი მბრძანებელი ჰყავს და ეს მადრიდის "რეალია".

მესიმ დაამტკიცა, რომ მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთსო ფეხბურთელია, ახლა კი კრიშტიანო რონალდოს ჯერია. მან ყველას უნდა დაუმტკიცოს, რომ "კლასიკო" არა ლეოს, არამედ რონის მატჩია. 10 აპრილს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ერთმანეთს, მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან. ეს იქნება მესი–რონალდოს დაპირისპირებაც, სადაც ისინი საკუთარი თავის უკეთ წარმოჩინებას შეეცდებიან. ამჟამად, ლეო და კრიშტიანო ერთობ უჩვეულო ამპლუაში იმყოფებიან, მესი პრესის მთავარი გმირია, რონალდო კი უფრო წყნარ და მშვიდ გარემოში ვარჯიშობს...

დამდეგ შაბათს გაირკვევა, "სუპერ კლასიკოს" მთავარი მოქმედი გმირის ვინაობა, ეს ჟურნალისტების ახალი სამიზნე ლეო მესი იქნება, თუ პრესისგან მივიწყებული კრიშტიანო რონალდო.


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com

ავტორი: Kevlisha

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (44)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)