დიასი:„მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მოვედი“
ბრაჰიმ დიასმა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა...
„დღევანდელი დღე საოცარია, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი ოჯახისთვის. საოცარი წუთებია, სამშობლოში დავბრუნდი და „ბლანკოსის“ ფეხბურთელი გავხდი.“
„ძალიან ბედნიერი ვარ და ვაცნობიერებ, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან მომიწევს კონკურენცია, თუმცა თამაში ძალიან მსურს. მოწყურებული ვარ და მერწმუნეთ, ყველაფერს გავაკეთებ გუნდში თავის დასამკვიდრებლად.“
„მანჩესტერ „სიტისთან“ შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს, ამ კლუბის სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში ვითამაშე და პროფესიონალად ჩამოვყალიბდი, თუმცა ახლა „მერენგების“ რიგებში ვარ და ძალიან დიდ ბედნიერებას მგვრის თეთრი მაისურის ჩაცმა.“
„მთავარია თავმდაბლობა და ბევრი მუშაობა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იქნება მწვრთნელის დავალებების ზდმიწევნით შესრულება.“
„აქ ტიტულების მოსაგებად ჩამოვედი, სხვა მიზანი არ მაქვს.“
„წინა ხაზში ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში. მწვრთნელის დავალებას მივიღებ და იმის მიხედვით ვიმოქმედებ. შეტევა ძალიან მიყვარს, თანაც ამ გუნდში ისკო და ასენსიო არიან, ესპანელებისგან ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება შეიძლება. მე მათგან უნდა ვისწავლო.“
„მზად ვარ, გუნდს შევუერთდე და მუშაობა დავიწყო, დიდი მოტივაცია მაქვს.“
„„რეალის“ მდგომარეობა? ვფიქრობ, ამ მდგომარეობაში ყოფნას მსოფლიოს ნებისმიერი გრანდი ინატრებდა. სამეფო კლუბმა ბოლო 5 წელიწადში 4 ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ამით ყველაფერი ნათქვამია.“
- 7 იანვარი 2019
- 1 842
- 11