კაკას მუნდიალის გამოტოვების ეშინია
ბრაზილიელი ფეხბურთელი ამ დღეებში კუნთების დაჭიმულობისგან იტანჯებოდა, რის გამოც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება , რომ ის დროებით ჩამოშორებოდა ბურთით ვარჯიშს და მთლიანად გადართულიყო ფიზიოთერაპიულ მკურნალობაზე. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რაღაც ორი თვით ადრე კაკამ, რომელიც "მადრიდის რეალს" 65 მლნ. ევრო დაუჯდა გადაწყვიტა არ გაერისკა. მას ეშინია, რომ ამ მიკროტრავმამ შეიძლება დიდი ტრავმა გამოიწვიოს , რომელსაც შემდეგ ქირურგიული ჩარევა დასჭირდება. ამ შემთხვევაში კი ის მართლაც გამოტოვებს მსოფლიო ჩემპიონატს.
"მადრიდის რეალის" გენერალურმა დირექტორმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ კაკა, რომელიც აგერ უკვე ერთი თვეა, რაც ტრავმირებულია, მოედანზე შაბათ საღამოს გამოჩნდება, რა თქმა უნდა, თუ ის მოხვდება განაცხადში.
"თუ ექიმები მას თამაშის უფლებას მისცემენ, მაშინ ის, რა თქმა უნდა, მიიღებს ამ შეხვედრაში მონაწილეობას. ამ დროისთვის, კაკაზე ექიმები ზრუნავენ. ვიმედოვნებთ, რომ შაბათამდე, მასთან ურთიერთობის საშუალება სამწვრთნელო შტაბსაც მიეცემა." –განაცხადა ვალდანომ.
ბოლო თვეებია, რაც კლუბს მართლაც, რომ ტრავმების ეპიდემია დაატყდა თავს: გუტი, ლასანა დიარა, კარიმ ბენზემა და კაკა– ეს იმ გამორჩეულ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებიც სამეფო კლუბის ლაზარეთში იმყოფებოდნენ. ნელ–ნელა ყველა ფეხბურთელი, ბრაზილიელის გარდა, დაბრუნდა შემადგენლობაში. აღდგენითი პროცესი ძალიან მარტივად ვითარდება: ექიმებიდან ფეხბურთელები ჯდებიან სათადარიგოთა სკამზე , ხოლო შემდეგ კი სათადარიგოთა სკამიდან, როცა პელეგრინი გადაწყვეტს, ისინი პირდაპირ სათამაშო მოედანს მიაშურებენ. "რასინგთან" შეხვედრისას სათადარიგოთა სკამზე გამოჩნდნენ ბენზემა, ლასი და გუტი. პირველმა ორმა ვერც ერთი წუთი ვერ ითამაშა. მატჩის წინ, კლუბის არცერთ წარმომადგენელს არ განუცხადებია იმის შესახებ, თუ ვის უნდა ეთამაშა და ვის არა. ვალდანოს განცხადების შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოსდა მას კაკასთვის ამით რაღაცის თქმა სურდა. არა მწვრთნელისთვის, არამედ თავად ფეხბურთელისთვის.
კაკას შიშებმა შეაშფოთა ფლორენტინო პერესი, რომელსაც მისი ხილვა მოედანზე რაც შეიძლება მალე სურს. პრეზიდენტი ვერ შეეგუება იმ ფაქტს, რომ ფეხბურთელმა, რომელზეც ის ასე დიდ იმედებს ამყარებდა და რომელსაც მისი მეორე პროექტის საკვანძო ფიგურად მოიაზრებდა, სეზონი დაასრულოს ისე , რომ კლუბმა არაფერი არ მიიღოს. "სანტიაგო ბერნაბეუს" მმართველობით წრეებში მოუთმენლობის აურა ტრიალებს. კლასიკომ შეიძლება გაამართლოს ამ სეზონის მოლოდინები, სეზონისა, რომელიც ჯერ-ჯერობით არაფრის მომტანია.
"ამ მატჩში გამარჯვება მორიგ სამ ქულაზე უფრო მეტი იქნება" - განაცხადა ხორხე ვალდანომ.
კლუბის გენერალურმა დირექტორმა ბოლო დროს აშკარად მოუხშირა მკვეთრი განცხადებების გაკეთებას. მას შემდეგ, რაც ის დაბრუნდა კლუბში ფლორენტინო პერესის ხელმძღვანელობით, მან მეორე პლანზე გადაიწია. ამ შემთხვევაში მას საერთოდ არ უცდია შეკითხვებისგან თავის არიდება. ამ კვირას ვალდანო კლუბის წარმომადგენლის რანგში უნდა დასწრებოდა სადაზღვეო კომპანიის "MMT Seguros"–ს პრეზენტაციას, არასპროტულ ღონისძიებას და ეს სეზონის მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე. როცა ჟურნალისტმა მას კაკაზე კითხა, გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ყველაფერი ექიმებზეა დამოკიდებული.
ძალიან ბუნდოვანი განცხადებაა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კაკას აგერ უკვე ერთი თვეა, რაც არავინ არ ეხება. მოგვიანებით ვალდანომ ცადა აეხსნა , თუ რას გულისხმობდა ის. მისი აზრით, მას სულ არ უგულისხმია, რომ კაკამ აუცილებლად უნდა ითამაშოს "ბარსელონასთან", არამედ მან სრულიად საპირისპირო რამ თქვა. ბრაზილიელის არასაკმარისი მომზადებისა და ამ მატჩის ასეთი დიდი მნიშვნელობის გამო, ვალდანოს მაინც ნათლად არ უთქვამს, რომ სრულიად ლოგიკური იქნება, თუ კაკა მოედანზე არ გამოვა. ხოლო თუ გამოვა, მაშინ მხოლოდ რამდენიმე წუთით. ეს სრულებით ეწინააღმდეგება იმას, თუ რაც განაცხადა რამდენიმე ხნის წინ "მადრიდის რეალის" მეორე კაცმა.

წყარო: Elpais.com
- 7 აპრილი 2010
- 2 162
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.