რეალი - სოსიედადი (მიმოხილვა)
დღევანდელი მატჩის მცირე მიმოხილვა...
მადრიდის "რეალი" 2019 წლის პირველ საშინაო მატჩს "სოსიედადის" წინააღმდეგ გამართავს. აღსანიშნავია მადრიდელების დანაკლისი. გარეტ ბეილს კუნთის ტრამვა აწუხებს და გამორიცხულია მისი დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა.
მადრიდელებმა წინა შეხვედრა "ვილიარეალთან" ფრედ 2:2 ითამაშეს და აღსანიშნავნია, რომ მიმდინარე სეზონში ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც მადრიდელებმა პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა მატჩის ბოლომდე ვერ შეინარჩუნეს.
სანტიაგო სოლარის მოსვლის შემდგომ "რეალმა" სამი საშინაო შეხვედრა ჩაატარა და ყველას მოგება მოახერხა. თუმცა დღეს დიდი ძალისხმევის გაღება მოუწევთ მადრიდელებს, რადგანაც სოსიედადს სამი მატჩი ზედიზედ წაგებული აქვს, გასავარდნ ზონასთან სამი პოზიცია აშორებს და უკან დასახევი გზა არ აქვთ.
ტიბო კურტუას ზედიზედ ხუთ საშინაო მატჩში საკუთარი კარი მშრალად აქვს შენახული საინტერესოა გააგრძელებს თუ არა ამ სერიას ბელგიელი, რომელსაც მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი ბრაზილიელი ვილიან ჟოზე შეუტევს რომელიც თავის დროზე კასტილიაში თამაშობდა და ძირითად გუნდშიც ჰქონდა დებიუტი.
მადრიდის "რეალს" ბოლო რვა საშინაო მატჩიდან ყველა მოგებული აქვს "სოსიედადის"-თვის და მის კარში საშუალოდ 3.88 გოლი გაჰქონდა.
- 6 იანვარი 2019
- 1 613
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.