„ატლეტიკოს“ ლიდერი მადრიდის „რეალში“?
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მადრიდის „ატლეტიკოს“ უდავო ლიდერი შესაძლოა თანაქალაქელი „რეალის“ რიგებში აღმოჩნდეს...
საუბარია ურუგვაელ დიეგო გოდინზე, რომელიც დაცვაში მართლაც ძალიან საიმედო ფიგურაა.
დიეგო სიმეონეს გუნდს გარკვეული პრობლემები აქვს და იძულებული ხდება რამდენიმე ფეხბურთელი გაყიდოს.
„ას“-ის ინფორმაციით, გოდინი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა მილანის „ინტერთან“, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქმეში „რეალი“ ჩაერთო, შეთანხმების მიღწევა გადაიდო.
ფლორენტინო პერესს რეალური შანსი აქვს უმაღლესი კლასის მცველი შეიძინოს.
ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი გოდინის ასაკია. დიეგო 32 წლისაა, თუმცა მისი დამატება თუნდაც 2-3 წლით ურიგო ნამდვილად არ უნდა იყოს.
- 5 იანვარი 2019
- 5 187
- 18
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.