„სოსიედადთან“ წინა ხაზში ვასკესი-ბენზემა-ვინიციუსის ტრიო განიხილება
გამომდინარე იქედან, რომ სანტიაგო სოლარის შეტევითი პოტენციალის სერიოზული კლება აქვს, „სოსიედადთან“ მატჩში არგენტინელს იძულებითი ცვლილებების განხორციელება მოუწევს...
მარკო ასენსიოს მცირე დაზიანება აქვს. ესპანელმა ვერ ითამაშა „ვილიარეალის“ წინააღმდეგ და 100%-ით დადასტურებულია, რომ ვერც „სოსიედადს“ შეუტევს.
ლაზარეთს შეუერთდა გარეთ ბეილიც, რომელმაც დაზიანება „ვილიარეალთან“ დაპირისპირებაში მიიღო.
მარიანო დიასს ნერვის პრობლემა აქვს და ერთ კვირაში დაბრუნდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოლარის არჩევანის საშუალება აღარ აქვს. თუ გუნდი სტილს არ უღალატებს და 4-3-3 სქემით იასპარეზებს, წინა ხაზში ლუკას ვასკესის, კარიმ ბენზემას და ვინიციუს ჟუნიორის ტრიოს ვიხილავთ.
განიხილება მეორე ვარიანტიც, რომელიც წინა ხაზში მხოლოდ ვასკესის და ბენზემას გამწესებას და ნახევარდაცვაში 4 ფეხბურთელის გამოყვანას ეხება. ამ შემთხვევაში ნახევარდაცვა კაზემიროს, კროოსის, მოდრიჩის და ისკოს კვარტეტით დაკომპლექტდება, თუმცა არ არის გამორიცხული, სოლარი ალარკონს ისევ არ ენდოს და მის ნაცვლად სებალიოსი შეუშვას მოედანზე.
- 5 იანვარი 2019
- 994
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.