„რეალმა“ „სოსიედადისთვის“ მზადება დაასრულა
სანტიაგო სოლარიმ „სოსიედადთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაასრულა...
გუნდს ბასკურ კლუბთან მოსამზადებლად მხოლოდ 2 დღე ჰქონდა.
მარკოს ლორენტე, მარკო ასენსიო, მარიანო დიასი და გარეთ ბეილი სოლარის განკარგულებაში არ არიან. ოთხივე ფეხბურთელი აღდგენით პროცესს გადის. დანარჩენი მოთამაშეები არგენტინელი სპეციალისტის განკარგულებაში იყვნენ.
სოლარიმ მთავარ გუნდში რამდენიმე კასტილიელსაც უხმო.
გუნდი ორად გაიყო და სხვადასხვა სახის დავალება შეასრულა. დიდი ყურადღება მახვილდება შეტევითი პოტენციალის გაზრდაზე.
- 5 იანვარი 2019
- 695
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.