სოლარი:„სამწუხაროდ, ბეილი გამოგვაკლდა“
სანტიაგო სოლარიმ „სოსიედადთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ფეხბურთელები არ არიან მანქანები, ისინიც ადამიანები არიან და ტრავმები ყოველთვის მოსალოდნელი რამ გახლავთ. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ დაზიანებებს მაქსიმალურად ავარიდოთ თავი.“
„ქულები დავკარგეთ, მაგრამ პირველსადგილოსანთან სხვაობა 7 ქულაა. ეს სხვაობა არც მცირეა და არც დაუძლეველი, ამიტომ ბოლომდე ბრძოლა გვმართებს.“
„მარსელოს დაზიანებები ჰქონდა, მიმდინარე სეზონში მას რამდერნჯერმე მოუწია აღდგენითი პროცესის გავლა. ბრაზილიელის კრიტიკა უადგილოდ მიმაჩნია, რადგან საოცარი მოთამაშეა.“
„„ვილიარეალთან“ პირველი ტაიმი ბრწყინვალედ ვითამაშეთ, ხოლო მეორეში შეცდომები დავუშვით, ასეთი რამე აღარ უნდა მოხდეს.“
„„სოსიედადს“ ძლიერი და ანგარიშგასაწევი გუნდი ჰყავს. ფეხბურთელები დიდი ხანია ერთად თამაშობენ და შეთამაშების პრობლემა არ აქვთ.“
„მწუხარებით მინდა ვთქვა, რომ ბეილს აღდგენითი პროცესი სჭირდება. უელსელს ექიმები აკვირდებიან და დღეს კიდევ გაივლის სამედიცინო შემოწმებას. იმის თქმა შემიძლია, რომ მომდევნო ტურებში უელსელი დაგვაკლდება.“
„გუნდმა 4 ტურნირზე მიიღო მონაწილეობა. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოვიგეთ და ტურნირზე აღარ გამოვალთ. ლა ლიგაში, ჩემპიონთა ლიგაზე და სამეფო თასზე ბრძოლას განვაგრძობთ. ფეხბურთელებზე უდიდესი დატვირთვა მოდის, ამიტომ რესურსი მაქსიმალურად უნდა იყოს ათვისებული და ძალები გადანაწილებული. კარიმ ბენზემა მართლაც საოცარ ფიზიკურ დატვირთვას უძლებს.“
„24 მოთამაშე მყავს. ვცდილობ, შანსი ყველას მივცე. ამით მთელი გუნდი ფორმაში დგება და ძალების დაბალანსებაც შესაძლებელია.“
„ისკო ალარკონის საუკეთესო ჩვევა სისწრაფე არ არის, მაგრამ მისი ხედვა, პასი, ტექნიკა და მანევრი ნამდვილად დასაფასებელია.“
- 5 იანვარი 2019
- 2 463
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.