სოლარი:„ფეხბურთელები ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდნენ“
სანტიაგო სოლარიმ „ვილიარეალთან“ ვერმოგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„პირველ ტაიმში უამრავი მომენტი გვქონდა, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა. როდესაც მეტოქეს ბოლომ არ უტევ და ანგარიშის გათანაბრების შანსს ბოლომდე არ უკლავ, რისკი არსებობს. ამ შემთხვევაში გავრისკეთ და არ გაგვიმართლა.“
„ჩვენ შეგვეძლო მოგება, თუმცა ვერ გავიმარჯვეთ და სატურნირო მდგომარეობა გავირთულეთ.“
„„ბარსელონასთან“ არსებული 7 ქულიანი სხვაობა სოლიდურია, მაგრამ აღმოფხვრადი, მთავარი სტაბილური თამაში იქნება.“
„ისკოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ის მაქსიმალურად ცდილობდა გუნდის დახმარებას.“
„ცვლილებები სხვადასხვა მიზნით იყო გათვლილი, რათა თამაშის ტემპი მომატებულიყო და უფრო აგრესიულები გავმხდარიყავით.“
„ფეხბურთელები ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდნენ, მე ყოველთვის ვეუბნები მათ, რომ შეუტიონ ბოლომდე და ნუ დაკმაყოფილდებიან ერთ ბურთიანი სხვაობით.“
- 4 იანვარი 2019
- 4 084
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.