„რეალს“ იანვრის თვე ძალიან დატვირთული ექნება
მადრიდის „რეალისთვის“ 2019 წელი ძალიან დატვირთული კალენდარით იწყება...
სანტიაგო სოლარის შეგირდები 2019 წლის პირველ თვეში 7 დაპირისპირებას გამართავენ.
წელს 3 იანვრის მატჩი გახსნის, რომელიც „ვილიარეალის“ წინააღმდეგ შედგება.
6 იანვარს „მერენგები“ რეალ „სოსიედადს“ მიიღებენ სანტიაგო ბერნაბეუზე.
9 იანვარს ასპარეზზე „ლა კოპა“ გამოდის. სოლარის გუნდის მეტოქე „ლეგანესი“ იქნება, პირველი მატჩი „ბერნაბეუზე“ ჩატარდება.
13 იანვარს „ბლანკოსი“ „ბეტისს“ ესტუმრება.
15, 16 ან 17 იანვარს „ლეგანესთან“ განმეორებითი დაპირისპირება გაიმართება. ზუსტ თარიღს ფედერაცია სულ მალე გამოაქვეყნებს.
19 ან 20 იანვარს „ბლანკოსს“ სოლიდური მეტოქე ეყოლება „სევილიას“ სახით.
იანვრის თვის ბოლო დაპირისპირება კი „ესპანიოლის“ წინააღმდეგ შედგება. დაპირისპირება 26 ან 27 იანვრით დათარიღდება.
- 30 დეკემბერი 2018
- 2 650
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.