„რეალი“ - მზად ვართ ისკო „სიტიში“ გამოვუშვათ, თუ ჟესუსს დაგვითმობთ
მადრიდის „რეალისა“ და მანჩესტერ „სიტის“ მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხოსეპ გუარდიოლას ფავორიტი ისკო ალარკონია და მანჩესტერული კლუბი ყველაფერს აკეთებს ტრანსფერის გასაჩარხად...
ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, რომ ფლორენტინო პერესმა „სიტის“ მესვეურებს პასუხი გასცა, რომლის მიხედვითაც, „ბლანკოსი“ მზად არის ესპანელი ნახევარმცველი პრემიერლიგაში გაუშვას, სანაცვლოდ კი გაბრიელ ჟესუსი უნდა მიიღოს.
ახლა ჯერი ინგლისურ მხარეზეა. ბრაზილიელი ფორვარდის დათმობა მარტივი არ იქნება, მაგრამ პეპს ისკო იმდენად სურს, რომ ბარტერის ალბათობა საკმაოდ მაღალია.
- 25 დეკემბერი 2018
- 2 816
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.