ფლორენტინო პერესი:„2018 „რეალისთვის“ შესანიშნავი წელი იყო“
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ქომაგებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა...
„2018 მადრიდის „რეალისთვის“ ძალიან წარმატებული წელი იყო. როგორც საფეხბურთო, ასევე საკალათბურთო დონეზე ევროპის მასშტაბით გავიმარჯვეთ და ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ჩვენ გვსურდა. ძალიან კმაყოფილები ვართ და ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.“
„2018 წელს გუნდი აგრძელებდა სოციალურ, ეკონომიკურ და სპორტულ განვითარებას. ყველა თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე ვდგავართ.“
„80 ქვეყანაში 500-ზე მეტი სპორტული სკოლა გვაქვს გახსნილი და აქტივობა გაორმაგებული ძალებით გრძელდება. მომდევნო წელს ამ მიმართულებით კვლავ ბევრს ვიაქტიურებთ.“
„დრო გავიხსენოთ ყველა წარმატება, რომელსაც 2018 წელს დავაფიქსირეთ, 2019-ში კი გისურვებთ ჯანრმთელობას, ბედნიერებას და ბევრ შრომას თქვენი კეთილდღეობისთვის.“
- 24 დეკემბერი 2018
- 1 561
- 5