„იუვენტუსი“ ისკოს სანაცვლოდ პიანიჩს თმობს
იტალიურ გამოცემებზე დაყრდნობით, ტურინის „იუვენტუსი“ მზად არის, მადრიდის „რეალს“ მირალემ პიანიჩი დაუთმოს...
სანაცვლოდ მასიმილიანო ალეგრის გუნდს ისკო ალარკონი უნდა დაემატოს.
გამომდინარე იქედან, რომ ესპანელი ნახევარმცველი „ბლანკოსის“ რიგებში სათამაშო დროს ფაქტობრივად ვერ იღებს, ბარტერის ალბათობა მართლაც არსებობს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ისკოზე პრეტენზიას „სიტი“ აცხადებს და 85 მილიონ ევროს იხდის, რაც მადრიდელთათვის ნამდვილად მისაღები ვარიანტია.
- 24 დეკემბერი 2018
- 2 232
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.