კურტუა:„ყველა ფეხბურთელი ბედნიერია“
ტიბო კურტუამ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„მადრიდის „რეალში“ პირველი ტიტული მოვიგე და ძალიან გახარებული ვარ. ეს იყო დიდი ემოციური მუხტი, რომელიც სეზონის ბოლომდე გაგვყვება.“
„გუნდი 3 ფრონტზე იბრძვის და სამივეგან აქვს შანსი, აქედან გამომდინარე, ურთულესი მატჩები გველის, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ.“
„მეტოქე ძალიან დაღლილი იყო, ვინაიდან ფინალამდე ურთულესი გზა განვლო.“
„ისკოსთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი. გუნდში 23 პროფესიონალი მოთამაშეა, არჩევანს კი სოლარი აკეთებს. ჩემი კომპეტენცია არ არის ფეხბურთელების არჩევა. ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ესპანელი უმაღლესი კლასის ფიგურაა.“
„მოურინიოსთან დაკავშირებული ინფორმაციები მხოლოდ ჭორებია და სხვა არაფერი. პორტუგალიელს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.“
„კეილორ ნავასი ის ადამიანია, რომელიც სამეფო კლუბს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ მოგებაში დაეხმარა. ჩვენს შორის დიდი კონკურენციაა, თუმცა მეგობრები ვართ.“
- 23 დეკემბერი 2018
- 1 513
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.