გავიცნოთ მეტოქე
"ალ აინი" გუნდი რომელიც ფინალში მადრიდელებს დაუპირისპირდება...
"კაშიმა" დამარცხებულია, შესაბამისად ფინალში არაბული "ალ აინი" იქნება "რეალის" მეტოქე. ამ საფეხბურთო კლუბის შესახებ ბევრმა არაფერი იცის რადგანაც არც თუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს.
გუნდი 1971 წელს ჩამოყალიბდა და ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდებოდა. საინტერესო ისტორია აქვს მის შექმნას, იმ დროისთვი არაბეთში შესული იყო ბრიტანეთის სამხედრო ძალები. ბრიტანელები თითქმის ყოველდღე თამაშობდნენ ფეხბურთს და იმდენად მოეწონათ ეს ყველაფერი არაბებს, რომ სამოყავრულო გუნდის ჩამოაყალიბება გადაწყვიტეს.
ალბათ მაშინ ვერავინ იფქირებდა, რომ ამ გუნდს ერთ დღეს მადრიდის "რეალთან" მოუწევდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ასპარეზობა. "ალ აინის" ოქროს ხანა" 1997-2003 წლები იყო როდესაც გუნდმა სახელი მოიხვეჭა და შიდა ჩემპიონატებში ბრწყინავდა.
ამჟამად არაბები ნამდვილად არ ითვლებოდნენ ფინალის კანდიდატებად, რადგან მასზე ბევრად ძლიერი გუნდები გამოდიოდნენ მუნდიალზე, მაგრამ ნახევარფინალში "რივერ პლეიტის" სენსაციურად დამარცხების შემდგომ ფინალის საგზური სწორედ მათ ხვდათ წილად.
გუნდი ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთელებით არის დაკომლექტებული. მათ განკარგულებაში სულ ოთხი ლეგიონერია. აქედან ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი (სხვებთან შედარებით) ვეტერანი მარკუს ბერგია, რომელიც თავის დორზე "პ.ს.ვ. ეინდჰოვენისა" და "ჰამბურგის" ღირსებას იცავდა, თუმცა კარიერის ძირითადი ნაწილი ბერძნულ "პანათინაიკოსში" გაატარა.
ასე, რომ მათ საფიქრალი მართლაც ბევრი აქვთ, რადგანაც შაბათს მადრიდის "რეალთან" მოუწევთ "საქმის გარკვევა".
- 19 დეკემბერი 2018
- 2 686
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.