ოდრიოზოლა:„ამ განცხადების გამო ბევრი დამძრახავს, მაგრამ არ მეშინია“
ალვარო ოდრიოზოლმ „ცსკა“-სთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება შევძლო. სათამაშო დრო რეგულარურად მეძლევა, ასევე შევძელი გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება. საერთო ჯამში თავს კომფორტულად ვგრძნობ.“
„ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მოსმენა ყოველთვის დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული. ჩვენ გვსურს, რომ ეს თასი კიდევ ერთხელ მოვიგოთ. წარმატების გასაღები რა თქმა უნდა, დაუღალავი შრომა და თავდადებაა.“
„მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე არასდროს მითამაშია, მაგრამ თანაგუნდელებისგან ვიცი, რომ ძალიან საინტერესო ტურნირია. მოუთმენლად ველი ჩემპიონატის დაწყებას.“
„ვინიციუს ჟუნიორი თავს ძალიან კარგად გრძნობს, მისი ადაპტაცია ფაქტობრივად დასრულებულია, მიუხედავად პატარა ასაკისა, ის შესანიშნავად მოერგო ევროპას. მიხარია, რომ ბრაზილიელთან ერთად ყოველდღიურად მიწევს ვარჯიში.“
„კარვახალი ჩემი კერპი და მისაბაძი ფიგურაა. მართლაც რთულია, მისი დონის ფეხბურთელთან კონკურენცია, მაგრამ არსებული გარემოება ჩემ სასიკეთოდ უნდა გამოვიყენო.“
„კარიმ ბენზემა მშვენიერი ფეხბურთელია. სანამ „რეალის“ ფეხბურთელი გავხდებოდი, მის შესაძლებლობებს სრულად ვერ ვაფასებდი, ახლა თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ის საუკეთესო ცხრიანია, ალბათ ბევრი გამაკრიტიკებს, მაგრამ მერწმუნეთ, თუ მასთან შეხება არ გაქვთ, ვერასდროს გაიგებთ, რამხელა კლასის მატარებელია ფრანგი ფორვარდი.“
„მსაჯების კომპეტენციაში ეჭვი არავის შეაქვს, მაგრამ VAR სისტემა იმისთვის დაინერგა, რომ ყოველგვარი რისკი მოიხსნას, ამიტომ ამ გადაწყვეტილებას 100%-ით ვემხრობი.“
„ლოპეტეგის პატივს ვცემ და მადლობას ვუხდი, რომ არჩევანი ჩემზე გააკეთა.“
„კრიშტიანო რონალდუ „რეალის“ სიმბოლოა, მაგრამ მე მასთან ურთიერთობა არ მაქვს, ვინაიდან „იუვენტუსს“ ეკუთვნის, ჩვენ ერთად არასდროს გვიასპარეზია.“
- 11 დეკემბერი 2018
- 3 649
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.