სოლარის „რეალიდან“ ათავისუფლებენ?
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ სანტიაგო სოლარიმ შესაძლოა „ბლანკოსის“ რიგები დატოვოს...
კლუბის ხელმძღვანელობა ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიიღებს.
საქმე ეხება იოაჰიმ ლიოვთან მოლაპარაკებებს. გერმანელი სპეციალისტი ეროვნული ნაკრების დატოვებას გეგმავს და „ბლანკოსს“ ამ შანსის ხელიდან გაშვება არ სურს.
თუ „ბუნდესნაკრები“ იოაჰიმმა მართლაც დატოვა, დიდია შანსი იმისა, რომ სოლარი გათავისუფლდეს და მთავარ მწვრთნელად ლიოვი დაინიშნოს, რომელიც გუნდში პირველ რიგში ტიმო ვერნერს მოიყვანს.
- 10 დეკემბერი 2018
- 4 259
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.