„ბაიერნმა“ რობენის შემცვლელად „რეალის“ ვარსკვლავი დაასახელა
გერმანულ გამოცემებზე დაყრდნობით, მიუნხენის „ბაიერნში“ სერიოზული ცვლილებები იწყება...
გამომდინარე იქედან, რომ გუნდში ძალიან ბევრი ასაკოვანი ფეხბურთელია, „რეკორდმაისტერი“ განახლებას საჭიროებს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანელები არიენ რობენის შემცვლელზე უკვე მუშაობენ და ეს მოთამაშე მარკო ასენსიოა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ასენსიო „ბაიერნის“ ყველაზე ძვირადშეძენილი ფეხბურთელი გახდება, ვინაიდან მასში „წითლები“ 95 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ.
- 10 დეკემბერი 2018
- 3 705
- 6