Daily Star - „ბარსამ“ „რეალს“ ფეხბურთელი წაართვა
ბრიტანული გამოცემა Daily Star სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთი ფავორიტი კატალონიის „ბარსელონაში“ ითამაშებს...
საუბარია ჰარი კეინზე, რომელსაც „ბლანკოსი“ უკვე დიდი ხანია აკვირდება.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, „ბარსელონა“ ინგლისელ ფორვარდში 220 მილიონ ევროს იხდის და შეთანხმებას ზაფხულში გააოფიციალურებს.
კეინი იქნება კატალონიელთა ყველაზე ძვირადშეძენი ფეხბურთელი.
„ბლაუგრანა“ კეინს ლუის სუარესის შემცვლელად განიხილავს, რომელიც უკვე ასაკშია.
- 9 დეკემბერი 2018
- 3 764
- 10