სოლარი:„„რეალმა“ ლა ლიგა აუცილებლად უნდა მოიგოს“
„უესკასთან“ მატჩის წინ სანტიაგო სოლარიმ პრესკონფერენცია გამართა...
„გუნდს დამატებითი მოტივაცია არ სჭირდება. ლა ლიგა აუცილებლად უნდა მოვიგოთ, ამიტომ თითოეულ შეხვედრაში აგრესიული ფეხბურთი და დაცვაში უაღრესად დიდი ყურადღება გვმართებს.“
„მარკოს ლორენტეს ცოტა სათამაშო დრო ეძლევა, მაგრამ ამის მიუხედავად დიდ პროფესიონალიზმს ინარჩუნებს და ამას ვაფასებ. ესპანელმა წინა მატჩებში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა.“
„ლიბერტადორესის თასის ფინალის ბერნაბეუზე ჩატარება მართლაც სასიამოვნოა და დიდი იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობით დასრულდება.“
„ტონი კროოსთან დაკავშირებით ექიმებმა რჩევა მომცეს და მას დასვენების საშუალება მივეცი.“
„კეილორ ნავასის განცხადებები? მე ვთვლი, რომ „რეალზე“ კარგი ადგილი არ არსებობს.“
„გარეთ ბეილი ბრწყინვალე ფიგურაა, მან წინა ტურებში არაერთი მნიშვნელოვანი გოლის გატანა შეძლო და მიხარია, რომ ჩემ განკარგულებაშია.“
„გუნდში დიდი დანაკლისია, მაგრამ საქმეს სერიოზულად მივუდგებით.„
- 8 დეკემბერი 2018
- 2 653
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.