წინ კიდევ რვა ფინალია....
მადრიდის რეალი და ბარსელონა ერთმანეთში იბრძვიან...
მათ წინ 8 მატჩი აქვთ ჩასატარებელი, ორივე კლუბს ერთნაირი 77 ქულა აქვს.. მაგრამ მადრიდის რეალია პირველზე გოლების უკეთესი მაჩვენებლით (ეს იმიტომ,რომ ჯერ მეორე კლასიკო არ ჩატარებულა, თორე ესპანეთში გუნდს წლის ბოლოს თუ საერთო ქულები დაუგროვდა, იმათ მიანიჭებენ უპირატესობას რომელსაც კარგი შედეგი აქვს მეორე კლუბთან ურთიერთშეხვედრებში). მაგრამ სწორედ ამ კვირაში გაიმართება ძალიან საინტერესო მატჩი ბერნაბეუზე. ორი ლიდერის მატჩი, რეალის სტადიონზე გაიმართება...
ამ მატჩის გარდა ორივე კლუბის 7--7 შეხვედრა აქვს ჩასატარებელი...
ამ შვიდი მატჩიდან რეალისთვის ერთ-ერთი იქნება ვალენსიასთან გასამართი შეხვედრა რომელსაც მადრიდელები ბერნაბეუზე გამართავენ... ექსპერტები ვარაუდებენ, ვინც მოიგებს ამ შეხვედრას ის დაეუფლება პრიმერას.. ესპანელი ექსპერტები დამატებული ამას უხვგოლიან მატჩსაც გვპირდებიან რადგან კლასიკოში ყოველთვის მეტი გოლი გადიოდა, ამ ვარაუდს საფუძვლად კამპ ნოუზე გამართული კლასიკო დაერთო, იმ მატჩში სულ რაღაც 1 გოლი გავიდა....
მადრიდის რეალმა 30 მატჩში შეძლო 77 ქულის მოპოვება, ეს კლუბისთვის რეკორდია რადგან ამდენი ქულა, ამდენ მატჩში თავის ისტორიაში არ მოუპოვებია.. მათ შეძლეს 83 გოლის გატანა ბარსელონაზე რვა გოლით მეტი, საშუალოდ რეალს მატჩში 2.7 გოლი გააქვს.. ასევე მადრიდელებს აქვთ შესაძლებლობა მოსხნან 90-იანი წლების რეკორდი: პრიმერას ჩემპიონატში გატანილი 107 გოლი... რეალს ჩასატერებული რვა მატჩი დარჩა და 24 გასატანი გოლი ანუ საშუალოდ მატჩში 3 გოლი...
რეალს ძალუძს გატეხოს რეკორდი რომელიც რეალმა 1961 წელს შეძლო მიგელ მუნოსის დროს, კლუბმა ზედიზედ 15 გამარჯვება მოიპოვა მაშინ, ახლა კი მადრიდელებს ზედიზედ 12 გამარჯვება აქვთ მოპოვებული, ისინი ამტკიცებენ რომ ამ რეკორდსაც მოხსნიან მაგრამ ამ მოსაპოვებელ სამ მატჩში რეალს ბარსელონასთან და ვალენსიასთან უწევს თამაში...
რეალს საკუთარ კელდებში არცერთი ქულა არ აქვს დაკარგული და არც აპირებენ, ეს ისეთი რამაა რაც რეალმა სულ სამჯერ მოახერხა....
- 5 აპრილი 2010
- 1 737
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.