სოლარი:„მოდრიჩი ოქროს ბურთს იმსახურებს, რონალდუს ბოდიში“
სანტიაგო სოლარიმ „ბლანკოსის“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„პირველ ტაიმში მეტოქე ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ, მეორე ნახევარში კი მარსელინოს შეგირდებმა გაცილებით მეტი მომენტი შექმნეს. საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ, რადგან „რეალმა“ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.“
„ჩვენ გვყავს არაერთი გამოცდილი მოთამაშე და უნდა ვიპოვოთ იდეალური შერწყმა ახალგაზრდებთან. მიხარია, რომ ახალი თაობა გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად არიან და დიდ გამოცდილებას იღებენ. სებალიოსი, ოდრიოზოლა, რეგილონი, ვინიციუსი და სხვები წლების მანძილზე იქნებიან „ბლანკოსის“ სადარაჯოზე.“
„წლევანდელ სეზონში არაერთი ახალგაზრდა გამოჩნდა. ლორენტეს, ვალვერდეს და რეგილონის გამოსვლით ძალიან კმაყოფილი ვარ.“
„„იპურუაზე“ განცდილი მარცხი მართლაც ძალიან მძიმე იყო, მაგრამ მას შემდეგ „რომას“ და „ვალენსიას“ დამარცხება შევძელით, რაც მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ კარგ ფორმაში ვართ.“
„კურტუა ბრწყინვალე მეკარეა და ბევრი „სეივი“ შემოგვთავაზა.“
„დიდი ბოდიში კრიშტიანო რონალდუს, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი ფავორიტი ლუკა მოდრიჩია. ვთვლი, რომ ხორვატის კარიერა ოქროს ბურთის გარეშე არ უნდა დასრულდეს, მისი გამოვლილი გზა ნამდვილად დასაფასებელია.“
- 2 დეკემბერი 2018
- 2 617
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.