„რეალს“ დეკემბერში ძალიან დატვირთული კალენდარი აქვს
მადრიდის „რეალისთვის“ 2018 წლის ბოლო თვე ძალიან დატვირთული იქნება.
გარდა იმისა, რომ კლუბს ჩემპიონთა ლიგაზე მე-6 ტურის მატჩის ჩატარება მოუწევს, ასევე რამდენიმე მატჩია დაგეგმილი ლა ლიგაში.
გარდა ამისა, „მერენგები“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზეც იასპარეზებენ და ბევრი ფრენა მოუწევთ.
1 დეკემბერს „ბლანკოსი“ „ვალენსიას“ დაუპირისპირდება, შემდეგ ჩანიშნულია „მელილასთან“ სამეფო თასის განმეორებითი დაპირისპირება, რომელიც 6 დეკემბერს შედგება. 9-ში „ბლანკოსის“ მეტოქე „უესკა“ იქნება, 12-ში მოსკოვის „ცსკა“, ხოლო 15-ში „რაიო ვალეკანო“.
19 დეკემბერს „მერენგები“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე კაშიმა ანტლერსისა და გუადალახარას შორის გამარჯვებულს შეხვდებიან, სადაც მოგების შემთხვევაში ფინალურ მატჩს 22 დეკემბერს გამართავენ.
- 30 ნოემბერი 2018
- 2 431
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.