„რეალს“ გრანდებს შორის ყველაზე სუსტი წინა ხაზი ჰყავს

ესპანური ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ მიმდინარე სეზონში მადრიდის „რეალს“ ყველაზე სუსტი წინა ხაზი ჰყავს, სადაც არ არსებობს გამოკვეთილი ლიდერი.

მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს ეგრედწოდებული BBC ევროპაში საუკეთესოობა აცხადებდა პრეტენზიას, დღეს დასუსტებულ BB-დ დარჩა და ვერანაირ ეფექტს ვერ ახდენს. ფაქტია, რომ გარეთ ბეილი სასურველი კონდიციისგან ძალიან შორსაა, კარიმ ბენზემას ინერტული თამაში კი უცხო არავისთვისაა.

დღევანდელ დღეს „ბარსელონა“, „პსჟ“, „ლივერპული“, „ბაიერნი“ „სიტი“ და „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის უმთავრეს ფავორიტებს წარმოდგენენ. რა თქმა უნდა, ფავორიტთა შორის „რეალიც“ არის, მაგრამ ესპანური პრესა აქტიურად იუწყება, რომ „ბლანკოსს“ არ ჰყავს ძლიერი შემადგენლობა, რომელიც წინა ხაზში აგრესიულობით გამოიჩენს თავს.

სალაჰი, მბაპე, ნეიმარი, ფირმინო, კრიშტიანო რონალდუ, აგუერო, მესი, სუარესი, რობენი, ლევანდოვსკი და სხვები ნამდვილად მრისხანე ფეხბურთელებს წარმოადგენენ, რომლებიც ძალიან დიდი შედეგიანობით გამოირჩევიან და საკუთარ ჩემპიონატებშიც ბევრად კარგი მაჩვენებლები აქვთ, ვიდრე „ბლანკოსის“ ფეხბურთელებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტები ვარაუდეობენ, რომ ძლიერ გუნდებთან შეხვედრის შემთხვევაში „ბლანკოსის“ წინა ხაზი აშკარად დაიჩაგრება, ამიტომ „მერენგების“ რიგებში სერიოზული ცვლილებებია საჭირო.

  • Ramos
  • 29 ნოემბერი 2018
  • 1 720
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)