„რეალი“ გაყიდული ფეხბურთელებიდან 300 მილიონს მიიღებს
ესპანური გამოცემები იუყწებიან, რომ მომდევნო ზაფხულს მადრიდის „რეალს“ ძალიან ბევრი ფეხბურთელი დატოვებს...
კლუბის ხელმძღვანელობა შემოსავლის სახით 300 მილიონი ევროს მიღებას ვარაუდობს.
მხოლოდ ისკოს სანაცვლოდ „ბლანკოსმა“ 100 მილიონი ევრო უნდა მიიღოს. 45 მილიონ ევროდ „ინტერში“ გაიყიდება მოდრიჩი, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კლუბს დატოვებს ტეო ერნანდესი და მისი ფასი დაახლოებით 25 მილიონი ევრო იქნება.
გარდა ამისა, სანტიაგო სოლარი ხესუს ვალიეხოს გაყიდვასაც გეგმავს და მის სანაცვლოდ მინიმუმ 25 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
იგეგმება მარკოს ლორენტეს „სევილიაში“ გაშვება. ანდალუსიური კლუბი ფეხბურთელში 18 მილიონს ჩამოდის.
და ბოლოს, მარკო ასენსიო, რომელიც „ლივერპულის“ ინტერესეთა არეალაშია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ინგლისური და ესპანური მხარეები ასენსიოს 140 მილიონიან შეთანხმებაზე საუბრობენ.
- 29 ნოემბერი 2018
- 2 817
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.