კარვახალი:„რომში ერთი ძალიან ცუდი ამბავი დაგვხვდა“

დანიელ კარვახალმა „რომასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა...

„რთული თამაში გველის, კიდევ ერთი ბრძოლაა საჭირო, სადაც უძლიერესი გაიმარჯვებს. დარწმუნებული ვარ, მთავარი მწვრთნელის ყველა მითითების შესრულების შემთხვევაში გამარჯვებას მივაღწევთ.“

„ფეხბურთი ისეთი სპორტია, სადაც ვერასდროს გაიგებ რა მოხდა. ფაქტია, რომ ახალ სეზონებთან ერთად მოდის ახალი გამოწვევები და უამრავი კონკურენტი ჩნდება.“

„ჩვენ ახლა ნამდვილად არ ვართ საუკეთესო კონდიციაში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ მხოლოდ ნოემბერია და დიდი შანსი გვაქვს ვითარება გამოვსწოროთ.“

„ტრავმამ დიდი ხნის მანძილზე ჩამომაშორა მოედანს, მაგრამ ახლა სათამაშოდ მზად ვარ. რომში ცუდი ამბავი დაგვხვდა, სტადიონზე საფარი საშინელ მდგომარეობაშია და იმედია 1 დღის განმავლობაში ინტენსიური მუშაობის შედეგად ვითარება შეიცვლება. ასეთ საფარზე თამაში ორივე გუნდის ფეხბურთელების ტრავმის რისკს ზრდის.“

„„რომას“ არასდროს არცერთი მეტოქის არ ეშინოდა და ასე იქნება ახლაც. უნდა გავიხსენოთ, რომ იტალიური კლუბი შარშან ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავიდა.“

„სეზონი ახლა დაიწყო, ყველაფერი წინ არის. გასაგებია, რომ ბევრი ქულა დავკარგეთ, მაგრამ ვითარების გამოსწორება თავისუფლად არის შესაძლებელი.“

„ლოპეტეგისთან დაკავშირებით პირადი აზრი მაქვს და არავის მივცემ უფლებას ჩემი პოზიცია დააკნინოს. ჟულიენი შესანიშნავია.“

  • Hala
  • 27 ნოემბერი 2018
  • 2 947
  • 1

1

27 ნოემბერი 2018 13:06

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ამის დაბრუნება კაია გვეშველა მარჯვენა მხარეს თორე ვნახეთ ალბამ რა გვიქნა ელ კლასიკოში ნაჩოს ხელში

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (88)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)