მოულოდნელი ინფორმაცია - ასენსიომ „იუვენტუსთან“ შეთანხმებას მიაღწია
იტალიური გამოცემები იუწყებიან, რომ მარკო ასენსიომ ტურინის „იუვენტუსთან“ შეთანხმებას მიაღწია...
არაოფიციალური ინფორმაციით, ესპანელ ფეხბურთელს „რეალიდან“ აბარგება გადაწყვეტილი აქვს, თანაც იტალიური წინადადება მართლაც ძალიან მიმზიდველია, ვინაიდან მასიმილიანო ალეგრის გუნდი მარკოს კვირაში 300 000 ევროს სთავაზობს, რაც გაცილებით აღემატება მარკოს ახლანდელ შემოსავალს.
„ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ცდილობს გუნდის რესურსი გაზარდოს, ვინაიდან პრეტენზიას აბსოლუტურად ყველა ტურნირის მოგებაზე აცხადებს, რომელშიც მონაწილეობას იღებს.
- 26 ნოემბერი 2018
- 2 578
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.