სოლარიმ პერესს 3 სუპერ-ვარსკვლავის შეძენა სთხოვა
ესპანური გამოცემები იუყწებიან, რომ „ეიბართან“ წაგების შემდეგ, სანტიაგო სოლარი ფლორენტინო პერესს შეხვდა და სამომავლო გეგმების შესახებ ამცნო...
არგენტინელი კლუბში სერიოზული წმენდის ჩატარებას აპირებს და შესაძენი ფეხბურთელების სიას ადგენს. სოლარის 3 სუპერ-ვარსკვლავის შეძენა სურს და თვლის, რომ ტრანსფერების განხორციელების შემთხვევაში „ბლანკოსის“ რესურსი ორმაგად გაიზრდება.
საუბარია ნ'გოლო კანტეს, კილიან მბაპეს და კრისტიან ერიკსენის შეძენაზე. სოლარის აზრით მბაპე „ბლანკოსის“ წინა ხაზს სულ სხვა ელფერს შესძენს, ამასთანავე გამოცდილება მოემატება ვინიციუს ჟუნიორს, ასევე ბრაზილიიდან კლუბს შეუერთდება ახალგაზრდა როდრიგო და წინა ხაზის რესურსი მართლაც გაიზრდება.
რაც შეეხება კანტეს და ერიკსენს. ფრანგულ-დანიური დუეტის შეძენის შემთხვევაში სოლარი ნახევარდაცვის რგოლს კიდევ უფრო სოლიდურს გახდის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ისკოსა და მოდრიჩის წასვლის შემთხვევაში ამ ტრანსფერებს უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება.
- 26 ნოემბერი 2018
- 3 928
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.