პელეგრინი ბენზემას განაცხადში აბრუნებს
მანუელ პელეგრინიმ გამოაქვეყნა 19 ფეხბურთელი, რომელიც რასინგის წინააღმდეგ წარსდგება...
სასიხარულოა ამ განაცხადში ის, რომ ბრუნდება თვენახევრის შემდეგ კარიმ ბენზემა, ასევე ლასანა და გუტი შეურთდება გუნდს, მათ მოიშუშეს ტრავმა და მზად არიან სათამაშოდ. ასევე ჩილელმა სპეციალისტმა კანტერიდანაც იხმო ორი ფეხბურთელი, ესენი არიან მარცხენა მცველი მარკოს ალონსო და ცენტრალური მცველი მატეოსი.
ასევე ვიხილავთ გარაის, მას კუნთი ჰქონდა დაჭიმული, მაგრამ მან მოასწრო ტრავმისგან თავის დახწევა.
განაცხადი:
მეკარეები: კასილასი, დუდეკი
მცველები: არბელოა, ალბიოლი, გარაი, მარსელო, მარკოს ალონსო, მეტცელდერი, მატეოსი
ნახევარმცველები: გრანერო, მაჰამადუ დიარა, ლასანა დიარა, გუტი, ვან დერ ვაარტი,გაგო
თავდასხმელები: რაული, კრისტიანო რონალდო, იგუაინი, ბენზემა
ინფორმაციის წყარო: Marca.com
- 4 აპრილი 2010
- 1 537
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.