ის, რაც არავინ იცოდა და ყველას გამორჩა
2018 წლის 24 ნოემბერი მარსელო ვიეირასთვის ისტორიული დღე აღმოჩნდა...
ბრაზილიელმა ვიცე-კაპიტანმა სამეფო კლუბის სულის და გულის, ლეგენდარული ემილიო ბუტრაგენიოს შედეგი გაიმეორა.
ბუტრაგენიოს „რეალის“ მაისური 463-ჯერ ჰქონდა მორგებული და დღეს ეს შედეგი ვიეირამაც დააფიქსირა.
მარსელო ჩატარებული თამაშების მხრივ „რეალის“ ფეხბურთელებს შორის მე-15 ადგილზე იმყოფება.
ჩატარებული მატჩების აბსოლუტური უმრავლესობა ლა ლიგაზე მოდის (328) დანარჩენები კი ჩემპიონთა ლიგაზე, სამეფო თასსა და სხვა ტურნირებზე.
მარსელოს მომავალი მიზანი ამანსიოს რეკორდია, რომელიც 471 მატჩს მოითვლის.
- 25 ნოემბერი 2018
- 2 914
- 13
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.