სოლარი:„არაფერში მჭირდება ბურთის ფლობა“
სანტიაგო სოლარიმ „ეიბართან“ საშინელი მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„მეტოქემ ჩვენზე ბევრად კარგად ითამაშა და შედეგიც სახეზეა. ჩვენ ერთი გოლის გატანა მაინც შეგვეძლო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.“
„არაფერში მჭირდება ბურთის ფლობა და ამ სტატისტიკას არასდროს ვანიჭებდი უპირატესობას. მთავარი ყოველთვის გადამწყვეტ მომენტში ეფექტური თამაშია.“
„დღეს წავაგეთ, მაგრამ ეს ყველაფერი არ დაგვაბნევს, ხვალიდან „რომაზე“ ფიქრს დავიწყებთ. წინა მატჩებში კარგად გამოვდიოდით და არაერთი დადებითი შტრიხი გამოიკვეთა.“
„მატჩის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებს ხმამაღლა ვუთხარი, რომ არ მოეშვან და ეს მატჩში 1 საათში დაივიწყონ.“
„არ ვიცი რას დავაბრალო მარცხი, კონცენტრაციის ნაკლებობას, თუ სანაკრებო მატჩებს, თუმცა ფაქტია, რომ ეს არ იყო ის „რეალი“, რომელსაც ქომაგები ელოდნენ.“
- 24 ნოემბერი 2018
- 4 702
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.