ბეზემა და დიარა ფანებს შეხვდნენ
კარიმ ბენზემამ და მაჰამადუ დიარამ დღეს 200-მდე ხელმოწერა დაარიგეს.
მიუხედავად იმისა, რომ სამეფო კლუბს ძალიან დაძაბული მატჩი ელის სანტანდერელების წინააღმდეგ, ფეხბურთელებმა მაინც გამონახეს დრო გულშემატკივრებთან შესახვედრად. განსაკუთრებით თავს ეხვეოდნენ კარიმ ბენზემას, რომელმაც როგორც იქნა ტრავმა მოიშუშა და კვლავ მზადაა მეტოქის კარის დასალაშქრად.
ბენზემა და დიარა ესპანეთის დროით 21:30 საათიდან ხელმოწერებს არიგებდნენ, ესაუბრებოდნენ გულშემატკივრებს და მათგან იღებდნენ წერილობით ბარათებს. თუმცა მოვიდა მათი წასვლის დროც და სულ რამოდენიმე წუთში ასობით გულშემატკივარი მოულოდნელად გაქრა.
მრავლდა იყვნენ ქალები და ბავშვები, რომლებმაც ავტოგრაფები მიიღეს. ყველა გახარებული იყო იმით, რომ მაისურზე ხელის მოწერაზე უარი არავინ უთხრა.
ხუთი წლის ალექსანდრეს "რეალი" მამის დარიგების შედეგად შეუყვარდა. დღეს იგი მოსული იყო ავტოგრაფის სათხოვნელად: "დღეს ჩემი საყვარელი ფეხბურთელები ვნახე და ძალიან გამიხარდა." ტყუპემდა სინფორიანომ და ჯონ კარლოსებმა თავიანთი ოცნება აიხდინეს: "მართალია ჩვენ სანტანდერში ვცხოვრობთ, მაგრამ მადრიდის "რეალის" გულშემატკივრები ვართ და იმედია დღეს ბლანკოსი გაიმარჯვებს. შემდეგ კვირას ჩვენ მადრიდში მივემგზავრებით "ელ კლასიკოზე", რათა ვიხილოთ "რეალის" მორიგი გამარჯვება".
- 4 აპრილი 2010
- 1 701
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.