„რეალმა“ „ბარსას“ აჯობა და ბრაზილიელ მესის ყიდულობს
სრულიად ესპანური პრესა საოცარ ინფორმაციას იუწყება, რომელიც მადრიდის „რეალის“ შესანიშნავ შეთანხმებას ეხება...
ფლორენტინო პერესმა „ბაიერნს“, „ბარელონას“ და „იუვენტუსს“ ბრძოლა მოუგო და ბრაზილიელ ტალანტს, პედრინიოს გაიფორმებს, რომელსაც ბრაზილიელ მესის ეძახებიან. პედრინიო შესანიშნავი ახალგაზრდაა, რომელზეც მთელი ბრაზილია დიდ იმედებს ამყარებს. ეს მოთამაშე ფლობს შესანიშნავ სისწრაფეს და ტექნიკას.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შეთანხმება ან იანვარში, ან ზაფხულში შედგება, შემდეგ კი ავტომატურად გაფორმდება საიჯარო ხელშეკრულება და პედრინიო 1 სეზონს ლუის ნაზარიო რონალდოს „ვალიადოლიდში“ გაატარებს.
სხვა ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.
- 19 ნოემბერი 2018
- 4 291
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.