ვანდერვაარტი: მთავარ მწვრთნელს ჩემს მიმართ ცუდი დამოკიდებულება აქვს
ჯერ კიდევ მადრიდელმა რაფაელ ვანდერვაარტმა განაცხადა,რომ მანუელ პელეგრინი მას პატივს არ სცემს და ის დატოვებს მადრიდს.
გთავაზობთ მის ინტერვიუს:"პელეგრინის ჩემს მიმართ დამოკიდებულება ძალიან ცუდია.ჯერ კიდევ მადრიდში ვვარჯიშობ.რაც ახლა ხდება ჩემს კარიერაში არასდროს მომხდარა,სიტყვით ვერ გეტყვით თუ როგორ გაბრაზებული ვარ.მწვრთნელი ჩემს მიმართ დიდ უპატივცემლობას იჩენს.მითხარით რა უნდა ვიფიქრო მასზე თუ წინასასეზონო მატჩების განაცხადშიც არ შევყავარ?ეს საშინელებაა.მაგრამ ასეთი დამიკიდებულების ატანას არ ვაპირებ.
ჩემი შანსები მადრიდში თამაშის ნულის ტოლია,არაფერი დამრჩა იმის გარდა,რომ ჩემოდნები ჩავალაგო და სხვა კლუბში გადავიდე.ყველაზე ცუდი კი ის არის,რომ შანსიც არ მომცეს,რათა დამემტკიცებინა ჩემი სარგებლობა კლუბისთვის.არ მინდა რეალის დატოვება,მაგრამ როგორც ჩანს მომიწევს.
რამდენიმე ვარიანტი მაქვს,თუმცა კლუბებს არ დავასახელებ,ისინი ძალიან დაინტერესებული არიან ჩემით,ვნახოთ რა მოხდება იქნებ რეალიდან ვინმე მოვიდეს და მითხრას რომ კლუბს ვჭირდები ან რატომ არ ვჭირდები.შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას".განაცხადა ვან დერ ვაარტმა.
ინფორმაციის წყარო:as.com
- 4 აგვისტო 2009
- 2 133
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.