პელეგრინი მატჩის წინ

მანუელ პელეგრინიმ სანტანდერის "რასინგის" წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ისაუბრა.

"ჩემთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია."

"რა თქმა უნდა "რასინგის" გარდა "ბარსელონაზეც" ვფიქრობთ. ეს ორივე მატჩი ჩვენთვის პრიორიტეტულია და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ."

"ფეხბურთელებს ყოველ შეკრებაზე იმას ვეუბნები, რომ ყოველთვის იმ შეხვედრაზე უნდა იფიქრონ, რომელიც ყველაზე ახლოსაა."

"ძალიან სასიამოვნოა ის, რომ ამდენი გოლი გავიტანეთ, თუმცა ჩვენ შეჩერებას არ ვაპირებთ და რეკორდის დამხობას ვაპირებთ (ერთ სეზონში 107 გოლი). მართალია ყოველ შეხვედრაში ბევრ გოლს ვიტანთ, თუმცა ეს ჩვენ მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. "რასინგს" 90 წუთის მანძილზე მთელი ძალებით შევუტევთ."

"ჩვენ გამარჯვება არ უნდა გავიჭირდეს, რადგან კლუბში დაბრუნდნენ ტრავმირებული ფეხბურთელები, რომელბსაც ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ."

"არამგონია ლა ლიგის გამარჯვებული "კლასიკოზე" გაირკვეს, რადგან ამის შემდეგ ჩასატარებელი დაგვრჩება კიდევ შვიდი მატჩი."

"ლასანა დიარამ გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო. იგი მაინც გრძნობს ტკივილებს. ლასსი ძალიან კარგი ფეხბურთელია და მისი სტადიონზე ყოფნით ფეხბურთელები თავს უფრო დაცულად გრძნობენ."

  • Junior
  • 3 აპრილი 2010
  • 1 836
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)