Give Me Five!
ეს სტატია შარშან დავწერე, როდესაც ბერნაბეუზე მადრიდის რეალი ბარსელონას მასპინძლობდა, სამწუხაროდ შემდეგ ორ კლასიკოში 6:2 და 5:0 დავმარცხდით, ახლა კი მინდა კვლავ შემოგთავაზოთ ეს სტატია, იმედი მაქვს ამ სტატიის შემდეგ უფრო მეტად დაიჯერებთ, რომ 5:0 წაგების შემდეგ გუნდის მიტოვება არ ღირს... წარმატებები მატრიდისტებს!
ზუსტად 15 წლის წინ, 1995 წლის 7 იანვარს მადრიდის რეალმა რევანში აიღო ბარსელონასთან და მოუგო ანგარიშით 5:0.
ამ შეხვედრამდე ერთი წლის წინ კრუიფის "ოცნების გუნდმა", როგორც მაშინ ბარსას უწოდებდნენ, სამეფო კლუბი უმოწყალოდ 5:0 გაანადგურა. იმ მატჩში ჰეტტრიკი შეასრულა ბრაზილიელმა რომარიომ. მადრიდული პუბლიკა შურისძიებას ითხოვდა.
დაიწყო ახალი მატჩისთვის მზადება. ეს იყო ვალდანოსა და კრუიფის პირველი შეხვედრა, მწვრთნელების რანგში. ესპანელმა იჩქარა და ძირითადი შემადგენლობა ერთი კვირით ადრე გამოაცხადა, კრუიფმა კი რამოდენიმე დღით ადრე.
შეხვედრა ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა, ამიტომ ბილეთების რიგი 24 საათის განმავლობაში არ წყდებოდა, მატჩს გადასცემდნენ 30 ქვეყანაში პირდაპირი რეპორტაჟით და სტადიონს იცავდა 700 პოლიციელი.
მადრიდის რეალის ძირითადი შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: ბუიო, კიკე სანჩეს ფლორესი, იერო, მანოლო სანჩესი, ლასა, ლუის ენრიკე, მილია, ლაუდრუპი, ამავისკა, რაული და სამორანო. ხოლო სათადარიგო შემადგენლობას რაც შეეხება, იქ ისხდნენ: კანისარესი, მარტინ ვასკესი, ალფონსო, ალკორტა და დუბოვსკი. ვალდანომ პუბლიკის წინაშე ავარჯიშა მადრიდის რეალი და ყველასთვის ცნობილი გახდა, რა სქემით ითამაშებდა სამეფო კლუბი.
ჟურნალისტმა ხორხემ განაცხადა: "ასეთი რამ არასოდეს მინახავს... გულშემატკივრებისგან იგრძნობა დიდი მხარდაჭრა და ფეხბურთელებიც მზად არიან მიიღონ მოწინააღმვდეგე თეთრებს ბარსელონასთვის არანაირი საიდუმლო არ ექნებათ, ვარჯიშებს ყოველდღიურად 3-4 ათასი ქომაგი ესწრება."
7 იანვარს მადრიდის დროით 19:40 წუთზე ბერნაბეუს მოუახლოვდა ბარსელონას ავტობუსი, პოლიციამ უსაფრთხოების მიზნით გააჩერა ყოველგვარი მოძრაობა ირგვლივ და გააკეთა ბრონის დერეფანი კატალონიელი ფეხბურთელებისათვის. ერთადერთი ვინც ამაზე კომენტარი გააკეთა, იყო ბარსას ბულგარელი თავდამსხმელი ხრისტო სტოიჩკოვი, რომელმაც ეს მადრიდული პუბლიკისთვის მიუღებელი ჟესტით გააკეთა, რამაც გულშემატკივრები მეტად გააბრაზა.
110 ათასი მადრიდელი ქომაგისა და ბულგარელის "დაპირისპირება" მოედანზეც გაგრძელდა. როდესაც ფეხბურთელი ბურთს მიიღებდა გულშემატკივრები მას უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ და შესაძლოა სწორედ ამან განაპირობა იმდროინდელი ოქროსბურთის მფლობელის მოედნიდან გაძევება.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ყველაფერი ძალიან სწრაფად დასრულდა. პირველ ტაიმში სამეფო კლუბმა 3 უპასუხო გოლი გაიტანა, კატალონიელებმა კი პირველი ტაიმი კარების მიმართულებით ნოლი დარტყმით და გაგდებული სტოიჩკოვით დაასრულეს, რომელსაც შეეძლო კიკე სანჩეს ფლორესისთვის სერიოზული დაზიანება მიეყენებინა, როდესაც შიპებით შეეჯახა.
ერთი წლის შემდეგ სამორანომ რომარიოს როლი შეასრულა და გაიტანა სამი გოლი, რომლითაც სამუდამოდ ჩაწერა თავისი სახელი მადრიდის რეალის ისტორიაში. მატჩს კიდევ ერთი გმირი ჰყავდა - დანიელი ფლეიმეიქერი მიკაელ ლაუდრუპი. ზუსტად ერთი წლის წინ 1994 წლის 8 იანვარს იგი მოედანზე ბარსელონას მაისურით გამოვიდა, ის მატჩი როგორც ვიცით ბარსელონამ 5:0 მოიგო. ლაუდრუპს ალბათ წარმოდგენა არ ჰქონდა მაშინ, რომ გამარჯვებას მოიპოვებდა კიდევ ერთ კლასიკოში ანგარიშით 5:0 მაგრამ ამ შემთხვევაში იგი უკვე მოედანზე თეთრი მაისურით გამოვიდოდა. აღსანიშნავია, რომ ლაუდრუპმა ბარსელონაში 2 სეზონი გაატარა და მადრიდის რეალის წინააღმდეგ მხოლოდ 42 წუთი ითამაშა. ამ ორ კლასიკოში 10 გოლი გავიდა და მიუხედავად იმისა, რომ მიკაელს არც ერთი გოლი არ გაუტანია, მაინც დიდი წვლილი მიუძღვის ორივე კლასიკოს მოგებაში. ამ მატჩზე 250 გულშემატკივარი ჩამოვიდა დანიიდან, რათა მხარი დაეჭირათ მიკაელისთვის.
ამ გამარჯვებამ მადრიდის რეალს სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი მოუტანა და მართალია კიდევ მრავალი ტური იყო დარჩენილი, მაგრამ სამეფო კლუბმა ლიდერობა სეზონის ბოლომდე შეინარჩუნდა და მოიპოვა მორიგი ლა ლიგას თასი.
1994 წ. 7 იანვარი. ესპანეთი, მადრიდი, სანტიაგო ბერნაბეუ, გულშემატკივართა რაოდენობა 110 000.
მადრიდის რეალი 5:0 ბარსელონა
რეალი: (მწვრთნელი - ხორხე ვალდანო)
შემადგენლობა: ბუიო, კიკე სანჩეს ფლორესი, იერო, მანოლო სანჩესი, ლასა, ლუის ენრიკე, მილია, ლაუდრუპი, ამავისკა, რაული (მარტინ ბოსკესი 64') და სამორანო (ალფონსო 77').
ბარსელონა: (მწვრთნელი - იოჰან კრუიფი)
შემადგენლობა: ბუსკეცი, ფერერი, კუმანი, აბელარდო, სერხი, გვარდიოლა (ნადალი 67'), ესკურსა, ბაკერო (რომარიო 48'), ხაჯი, ამორი და სტოიჩკოვი.
არბიტრი: სანტამარია უსკედა
გოლები:
1-0: სამორანო (5')
2-0: სამორანო (21')
3-0: სამორანო (40')
4-0: ლუის ენრიკე (69')
5-0: ამავისკა (70')
სტატიის ავტორი: სანდრიკა
თარიღი: 2010/04/03
- 3 აპრილი 2010
- 12 233
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.