„ინტერი“ იკარდის გაყიდის, თუ „რეალი“ მოდრიჩს დათმობს
ფლორენტინო პერესის ერთ-ერთი უპირველესი მიზანი მაურო იკარდის შეძენაა. მადრიდელთა პრეზიდენტს ყველაფრის დასრულება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სურს და ამისთვის მზად არის, ასტრონომიული თანხაც გადაიხადოს...
არგენტინელი ფორვარდის ფასი დაახლოებით 110 მილიონი ევროა, მაგრამ „ინტერი“ ძალიან ბევრ ბარიკადს ქმნის.
„შავ-ლურჯებს“ ძალიან კარგად ახსოვთ, რომ პერესმა ყველაფერი გააკეთა მოდრიჩის შესანარჩუნებლად და ხორვატი ფეხბურთელი გასულ ზაფხულს სერია „ა“-ში სათამაშოდ არ გაუშვა.
„ინტერს“ საკუთარი პირობა აქვს. გუნდი მზად არის, იკარდისთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულოს, მაგრამ ამ შემთხვევაში „ბლანკოსმა“ მოდრიჩი უნდა დათმოს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეთანხმების შემთხვევაში, იტალიელები იმაზეც თანახმა არიან, რომ იკარდი მადრიდში ზამთარში გაუშვან, ხოლო მოდრიჩი მომდევნო ზაფხულს დაიმატონ.
- 16 ნოემბერი 2018
- 1 974
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.